eurobasket: "დაივიწყეთ თეთრი შოკოლადი, ჩვენ ქართველი შოკოლადი გვყავს"
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთი თბილისშიც დაამარცხა (81:64). მატჩის გამორჩეული მოთამაშეები ისევ თორნიკე შენგელია და კამარ ბოლდუინი იყვნენ, თუმცა თამაშის ერთ კონკრეტულ მომენტში რატი ანდრონიკაშვილმა ორჯერ მოიპარა ბურთი და ამას ეფექტური ასისტიც მიაყოლა.
ევრობასკეტის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა ანდრონიკაშვილის ეს გადაცემა შემდეგი აღწერით გამოარჩია: "დაივიწყეთ თეთრი შოკოლადი, ჩვენ ქართველი შოკოლადი გვყავს". "თეთრი შოკოლადი" ამერიკელი კალათბურთელის, ჯეისონ უილიამსის ფსევდონიმია, რომელიც ექსტრაორდინალური გადაცემებით გამოირჩეოდა.
რატის გუშინდელ შეხვედრაში 6 ქულა, 2 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა.