Belive

რატი ანდრონიკაშვილი ესპანურ ობრადოიროში გადავიდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელი, რატი ანდრონიკაშვილი, კარიერას ესპანეთის მეორე დივიზიონში გააგრძელებს. მისი ახალი კლუბი "ობრადოირო" იქნება.

ძალიან ბედნიერი ვარ რატი ანდრონიკაშვილის გუნდში მოსვლის გამო. ის არის მოთამაშე, რომელიც მოდის საკუთარი პოზიციის დასაკავებლად, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში მას ასევე შეუძლია 2 ნომრის პოზიცია დაიკავოს და კლუბში როტაცია შემოიტანოს. მოვიყვანეთ ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია. მას ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა "მურსია" და "სარაგოსა". - განაცხადა ობრადოიროს გენერალურმა დირექტორმა, ჰექტორ გალანმა

ობრადოირო გასულ სეზონში ლიგა ენდესაში ასპარეზობდა, თუმცა სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულა და რანგით მეორე ლიგაში გავარდა. ამჟამად გუნდი მე-6 ადგილზე იმყოფება და ცხრილის ლიდერ “სან პაბლო ბურგოსს” 2 მოგებით ჩამორჩება.