Belive

"ეს ნებისმიერი კალათბურთელის ოცნებაა" - შერმადინმა ისტორიული რეკორდი შეაფასა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ხუვენტუდთან" გამართულ მატჩში, გიორგი შერმადინმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. "ტენერიფეში" მისმა მოგროვებულმა მოხსნების რაოდენობამ 837-ს მიაღწია, რაც კლუბის საუკეთესო შედეგია. "ხუვენტუდთან" მატჩში შერმადინმა კლუბის რეკორდსმენს - კენ ჯონსონს გადაასწრო, რომელიც 834 მოხსნით პირველ პოზიციას იკავებდა. 

"ტენერიფეს" Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, გიორგი შერმადინის კომენტარი გამოქვეყნდა, სადაც ქართველმა ვარსკვლავმა ისტორიული რეკორდი შეაფასა და აღნიშნა, რომ უზომოდ ბედნიერია. გიორგი შერმადინი "ტენერიფეს" აკადემიის ბავშვებსაც შეხვდა და მათ სასარგებლო რჩევები მისცა.

რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ნებისმიერი კალათბურთელისთვის საოცნებოა, რომ თავის კლუბში რეკორდი დაამყაროს. იღბლიანი და ბედნიერი ვარ, რომ ეს შედეგი დავაფიქსირე - ასევე, ეს არის გუნდური მუშაობის ნაწილი. მადლობა მწვრთნელებს, რომლებმაც სათამაშო წუთები მომცეს. - გიორგი შერმადინი.

სხვა სტატიები