ემბიდი: ,,მერჩივნა, ფეხბურთელი ვყოფილიყავი, ვიდრე - კალათბურთელი''
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის მოქმედმა MVP-მა, ჯოელ ემბიდმა, პოდკასტში ,,Men in Blazers'' ფეხბურთისადმი სიყვარულზე ისაუბრა:
,,მერჩივნა, ფეხბურთელი ვყოფილიყავი, ვიდრე - კალათბურთელი... აი, ამდენად მიყვარს ფეხბურთი...
ჩემთვის სპორტის ამ სახეობასთან ახლოს მსოფლიოში არაფერია. მომწონს გუნდურობის მნიშვნელობა. კალათბურთში თუ 2 კარგი მოთამაშე გყავს, მოგება შეგიძლია, ფეხბურთში კი გუნდი ერთიანი უნდა იყოს.'' - ემბიდი
ემბიდი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 36 ქულას (პირველი ლიგაში), 11,4 მოხსნასა და 5,8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
,,ფიდალელფია სიქსერსი'' 29 მოგებითა და 16 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა.