Belive

დურანტი მომავალ ოლიმპიადაზე: ,,50-ქულიანი სხვაობით მოგებები გვჭირდება''

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის სუპერვარსკვლავმა, კევინ დურანტმა, რომელიც 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ისაუბრა:

,,ამერიკის ნაკრებთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი, ეს შეუდარებელი გრძნობაა!

მეოთხე ოქროს მოპოვება მსურს! ყველას უნდა დავანახოთ, რამდენად დომინანტები ვართ. 40-50-ქულიანი მოგებები გვჭირდება. ამის გაკეთება ძალიან მინდა!'' - კევინ დურანტი

მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ნაკრებში თამაშის სურვილი არაერთმა ვარსკვლავმა, მათ შორის ლებრონ ჯეიმსმა, სტეფ კარიმ და კევინ დურანტმა გამოთქვეს.

მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ აშშ-ა, რომელმაც ფინალში საფრანგეთს 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87:82 მოუგო. ამერიკელებმა ტურნირი 5 მოგებითა და 1 მარცხით (ჯგუფში სწორედ საფრანგეთთან წააგეს) დაასრულეს.

სხვა სტატიები