დურანტი მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს - ფინიქსი კრიტიკულ მდგომარეობაშია
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "ფინიქს სანსმა" "ჰიუსტონს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 109:148 დამარცხდა. "ფინიქსისთვის" ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო, სეზონში კი უკვე 35-ედ წააგო და პლეი-ინისთვის ბრძოლას განაგრძობს, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.
ამ მძიმე ჟამს კი უფრო დიდი თავსატეხი დაატყდათ თავს, ლეგენდარული კალათბურთელი და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი - კევინ დურანტი დაიმტვრა.
.მე-3 მეოთხედში, კევინ დურანტი მეტოქის ფარს უტევდა, როდესაც ჯაბარი სმიტ ჯუნიორთან კონტაქტისას სერიოზულად დაშავდა. მას ფეხი კოჭი გადაუტრიალდა და უმძიმესი ტკივილი განიცადა. მოგვიანებით კი პარკეტიდან თავად წამოდგა, თუმცა ჩანდა, რომ მას კოჭის ტრავმა ძალიან აწუხებდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, "ფინიქსის" მწვრთნელმა - მაიკ ბუდენჰოლცერმა ისაუბრა და დაადასტურა, რომ კევინ დურანტი მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს, დანარჩენს კი სამედიცინო კვლევის ჩატარების შემდეგ გაარკვევდა.
Kevin Durant left the game after injuring his ankle on this play. pic.twitter.com/OUJ3YmZO7I
— NBA on ESPN (@ESPNNBA) March 31, 2025
კევინ დურანტს მიმდინარე სეზონში საშუალოდ 26.8 ქულა, 6.2 მოხსნა, 4.3 შედეგიანი გადაცემა, 1.3 დაფარება და 0.8 ჩაჭრა აქვს.