დუდა სანაძის კომენტარი კორკმაზთან დაპირისპირების შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ, ფურკან კორკმაზთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, ბერძნულ გამოცემასთან, Totalbasket-თან ისუბრა:
,,კორკმაზს ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში გამიკვირდა და მალევე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის მეძახდა და გასახდელში გასვლას მთხოვდა.
ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო, მეგობარი ქვეყნები ვართ და მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ მომენტში ყველაფერი ემოციებმა განაპირობა,'' - განაცხადა სანაძემ.
სანაძისა და კორკმაზის დაპირისპირების შემდეგ, მსაჯმა თამაშიდან ორივე კალათბურთელი გააძევა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთს ორ ოვერტაიმიან მატჩში 88:83 მოუგო. ზუროსის გუნდი მომავალ მატჩს სამშაბათს, 6 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
— Sports Videos (@euroleaguevideo) September 4, 2022