Belive

FIBA-მ ბითაძე, სანაძე, შენგელია და კორკმაზი დასაჯა

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთს შორის საინტერესო მატჩი შედგა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 88:83 მოიგო.

თუმცა, ეს შეხვედრა კიდევ ერთი რამით იყო დასამახსოვრებელი. დუდა სანაძესა და ფურქან კორკმაზს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც დიდ დაძაბულობაში გადაიზარდა.

დაპირისპირების შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

,,ქორქმაზს ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში გამიკვირდა და მალევე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის მეძახდა და გასახდელში გასვლას მთხოვდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო, მეგობარი ქვეყნები ვართ და მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ მომენტში ყველაფერი ემოციებმა განაპირობა.” 

სანაძისა და კორკმაზის დაპირისპირების შემდეგ, მსაჯმა თამაშიდან ორივე კალათბურთელი გააძევა. თურქული მხარის განცხადებით დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა, სადაც ქორქმაზს შენგელია და ბითაძეც დაუპირისპირდნენ.

FIBA-მ მალევე დაანონსა, რომ ამ ყველაფერს გამოიძიებდა და მოთამაშეებს სათანადოდ დასჯიდა. დღეს გამოქვეყნდა განცხადება, სადაც წერია, რომ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ბითაძე, შენგელია, სანაძე და ქორქმაზი დასაჯა.

FIBA-ს რეგულაციების შესაბამისად, სადისციპლინო კოლეგიამ კალათბურთელებს გამოსაცდელი ვადა დაუწესა და თუ, ამ პერიოდის განმავლობაში მსგავს ქმედებაში შემჩნეულნი იქნებიან, გარკვეული ვადით პარკეტზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.

საინტერესოა ისიც, რომ სპორტსმენების გარდა, თურქეთისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციებიც დაჯარიმდნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფიბა ამ გადაწყვეტილებაზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

სხვა სტატიები