Belive

დრეიმონდ გრინი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,მინესოტა ტიმბერვულვზთან'' შეხვედრაში, რუდი გობერთან დაპირისპირების გამო, ,,გოლდენ სტეიტ უორიორსის'' ფორვარდი, დრეიმონდ გრინი NBA-მ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

როგორც ცნობილი ინსაიდერი, ედრიან ვოინაროვსკი წერს, 5-თამაშიანი სასჯელით გრინი 769 970 დოლარს დაკარგავს (მატჩში 153 941 დოლარი).

ჯარიმას ვერც ინციდენტის სხვა მონაწილეები გადაურჩნენ - კლეი ტომპსონს, რუდი გობერსა და ჯეიდენ მაკდენიელსს 25-25 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ.

,,მინესოტასა'' და ,,გოლდენ სტეიტის'' შეხვედრაში არეულობა მატჩის დაწყებიდან ორ წუთში დაიწყო - თავდაპირველად ერთმანეთს მაკდენიელსი და ტომპსონი დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი, ინციდენტში გობერი და გრინიც ჩაერთნენ. შედეგად, მსაჯმა პარკეტიდან მაკდენიელსი, ტომპსონი და გრინი გააძევა.

სხვა სტატიები