Belive

დიდი არეულობა გოლდენ სტეიტისა და მინესოტას მატჩში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"გოლდენ სტეიტ უორიორსისა" და "მინესოტა ტიმბერვულვზის" შეხვედრის პირველი წუთები დაძაბული გამოდგა. თამაშის დაწყებიდან 2 წუთში კლეი ტომპსონსა და ჯეიდენ მაკდენიელსს შორის ურთიერთობა დაიძაბა, "მინესოტას" კალათბურთელმა კლეის მაისური შემოახია, ჩხუბში სხვა მოთამაშეებიც ჩაერთვნენ და მთავარი აქცენტი დრეიმონდ გრინზე გადავიდა, რომელმაც თანაგუნდელის დასაცავად რუდი გობერს "არასაკალათბურთო ილეთი" გაუკეთა. საბოლოოდ, ჩხუბში მონაწილე კალათბურთელებმა ტექნიკური ფოლები მიიღეს და პარკეტი მატჩის დასაწყისშივე დატოვეს.

"ტიმბერვულვზმა" ანგარიშით 104:101 გაიმარჯვა და დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზეა, "გოლდენ სტეიტი" ზედიზედ წაგებული 4 თამაშით დაქვეითდა და მე-8 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები