Belive

ვემბანიამამ 5 სანტიმეტრი მოიმატა | ფრანგი გოლიათი NBA-ს ყველა დროის TOP 10-ში შევიდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "სან-ანტონიო სპურსის" 21 წლის სუპერვასკვლავმა - ვიქტორ ვემბანიამამ ზაფხულში კიდევ 5 სანტიმეტრი მოიმატა და ამჟამად მისი სიმაღლე 2 მეტრი და 26 სანტიმეტრია.

სპურსის ვარსკვლავის სიმაღლემ ოფიციალურად 226 სმ-ს მიაღწია – მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში განაცხადში 221 სმ იყო მითითებული.

2024-25 წლების სეზონიდან მოყოლებული, ვემბანიამა 221 სმ-დან 226 სმ-მდე გაიზარდა და ამჟამად NBA-ს ყველაზე მაღალი მოქმედი მოთამაშე გახდა.

ამასთანავე, ამ სიმაღლით, 21 წლის ფრანგი NBA-ს ყველაზე მაღალი მოთამაშეების სიის 10-ეულში შევიდა და მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში გამოჩენის შემდეგ, ვიქტორ ვებმანიამამ უამრავი რეკორდი მოხსნა, თუმცა გასული სეზონის მეორე ნახევარი მან სრულად გამოტოვა, რადგან ჯანრმთელობის სერიოზულმა პრობლემამ შეაწუხა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება პარკეტს ფრანგი სუპერვარსკვლავი, თუმცა პრე-სეზონზე იგი კლუბთან ერთად იმყოფება და ახალი სეზონისთვის მზადებას გადის.

NBA-ს ყველა დროის 10 ყველაზე მაღალი კალათბურთელი.

სხვა სტატიები