დონჩიჩმა საკალათბურთო ტურნირი ტბაში გამართა
სლოვენიისა და "დალას მავერიკსის" სუპერვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა საკალათბურთო ტურნირი საკმაოდ უჩვეულო გარემოში ჩაატარა. 3X3 ტურნირი შაბათს, ტბა ბლედზე ჩატარდა. ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ტბაში.
Luka Doncic has a new shoe inspired by Lake Bled in Slovenia — and he & Jordan Brand are hosting a basketball tournament on a floating court this weekend at the lake to celebrate the launch. pic.twitter.com/7mTzYiv2bk
— Nick DePaula (@NickDePaula) September 16, 2023
საკალათბურთო მოედანი არც მეტი არც ნაკლები შუაგულ ტბაში იყო მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ თავად ლუკა ტურნირზე არ გამოჩენილა. თუმცა, აქვე წარადგინეს მისი ახალი სათამაშო ფეხსაცმელები 'Luka 2 Lake Bled'.
We are extremely proud that the new Luka Dončić X @Jumpman23 sneakers line is named after our pearl 💎”Luka 2 Lake Bled” 💚😍#luka2bled #lakebled #julianalps #grosbasket #jordan #lukadoncic #ifeelslovenia 💚 @SloveniaInfo pic.twitter.com/qpOtKrq4lw
— Bled Slovenia (@BledSlovenia) September 16, 2023
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრებმა არც ისე დამაჯერებლად ითამაშა. ევროპული ნაკრები 1/2-ფინალში კანადის წინააღმდეგ დამარცხდა. საბოლოოდ სლოვენიამ მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში იტალიას მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.