ტრაგედია საკალათბურთო სამყაროში - იანის ტიმა 32 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლატვიის საკალათბურთო ნაკრების ყოფილი ფორვარდი, 32 წლის - იანის ტიმა მოსკოვში, ერთ-ერთ სასტუმროსთან, გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, თუმცა გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ ყველაფერზე ოფიციალურად საუბარი, გარკვეული პროცესის შემდეგ უფრო ნათლად შეგვეძლება.
Janis Timma tragically found dead in Moscow 🕊️
— BasketNews (@BasketNews_com) December 17, 2024
Our thoughts and prayers are with him 🙏 pic.twitter.com/OGGKjXhjsn
ლატვიური მედია წერს, რომ ლატვიელი კალათბურთელი, უკრაინელ მეუღლესთან - ანნა სედოკოვასთან დაშორების შემდეგ, ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც თვითმკვლელობაზე საუბრობდა.
გუშინ კი მისი ყოფილი მეუღლისა და მომღერლის - ანნა სედოკოვას დაბადების დღე იყო, ტიმამ სოციალურ ქსელში მომღერალს მიულოცა, თუმცა მისი ინსტაგრამ სთორიდან ეს მილოცვა გაქრა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ტიმამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ იანის ტიმა წლების განმავლობაში ისეთ ცნობილ გუნდებში თამაშობდა, როგორიცაა:
"ზენიტი"
"ბასკონია"
"ოლიმპიაკოსი"
"ხიმკი"
"დარუშაფაკა"
"ორლანდო".