დიდი ეპოქის დასასრული - მარკ გასოლმა კალათბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ - მარკ გასოლმა, 39 წლის ასაკში საკალათბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
2x #EuroBasket 🏆🏆
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) February 1, 2024
2x @FIBAWC 🏆🏆
2x @Olympics 🥈🥈
1x @NBA 🏆
Gracias por todo @MarcGasol 🙏🇪🇸❤️ pic.twitter.com/87yjw3oZ95
მარკ გასოლმა კარიერა "ბარსელონაში" დაიწყო და 2006 წლის ჩათვლით სწორედ სამშობლოში თამაშობდა, შემდეგ კი 14 სეზონის განმავლობაში NBA-ში, კერძოდ კი "მემფისში"; "ტორონტოსა" და "ლეიკერსში" ირიცხებოდა. კარიერის ბოლო 2 წელი მარკ გასოლი საკუთარ დაარსებულ კლუბში, "ჟირონაში" თამაშობდა, რომელიც კატალონიაში თავად 2014 წელს დააარსა.
გასოლს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე უდიდესი მიღწევები აქვს დაფიქსირებული და არაერთი პრესტიჟული შეჯიბრი აქვს მოგებული. იგი 2019 წელს "ტორონტოსთან" ერთად NBA-ს გამარჯვებული გახდა, 3-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში (ALL STAR) და ასევე 2-ჯერ მოხვდა NBA-ს სეზონის საუკეთესო გუნდში.
ხოლო რაც შეეხება სანაკრებო წარმატებებს, მარკ გასოლმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2-2-ჯერ მოიგო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ხოლო ოლიმპიადაზე 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.