Belive

დენვერმა მინესოტასთან ანგარიში გაათანაბრა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი ოფის პირველი 2 წაგებული შეხვედრის შემდეგ, "დენვერ ნაგეტსმა" რეაბილიტაცია დაიწყო. უკანასკნელ, მე-4 შეხვედრაში ნაგეტსმა "მინესოტა ტიმბერვულვზს" მოუგო (107:115) და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ისე გამოვიდა, რომ დენვერმა პირველი ორი შეხვედრა საკუთარ კედლებში წააგო, მომდევნო ორი კი სტუმრად მოიგო.

მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე მინესოტას ახალგაზრდა ვარსკვლავი ენტონი ედვარდსი გახდა, რომელმაც 44 ქულას, 5 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მას ქულებში ვერ აჰყვნენ სხვა ლიდერები, თუმცა ორმაგი დუბლი დააფიქსირეს კარლ-ენტონი თაუნსმა და რუდი გობერმაც, შესაბამისად 13 ქულა/ 12 მოხსნა და 11 ქულა/14 მოხსნა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო რეგულარულის MVP ნიკოლა იოკიჩი იყო - 35 ქულით, 7 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით. აარონ გორდონსა და ჯამალ მიურეის კი 27 და 19 ქულა ჰქონდათ.

ახლა სერია ისევ დენვერის დარბაზში გადაინაცვლებს და მომავალი 2 შეხვედრა სწორედ იქ ჩატარდება.

სხვა სტატიები