,,ჯერჯერობით, ალბათ, ბევრი ლუდი იქნება'' - იოკიჩის პასუხი საზაფხულო გეგმებზე
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,დენვერ ნაგეთსისა'' და სერბეთის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავს, ნიკოლა იოკიჩს, NBA-ის პლეი-ოფიდან გამოვარდნის შემდეგ, სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს - მათ შორის, აპირებს თუ არა სერბი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს:
,,ვფიქრობ, ოლიმპიადაზე თამაშმა კიდევ უფრო უკეთესი გამხადა. ჩემი ქვეყნის სახელის წარმოჩენის შესაძლებლობამ და თანაგუნდელებთან ერთად, განსხვავებული წესებით თამაშმა, წინსვლის საშუალება მომცა.
ევრობასკეტი მოდის და ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღო, მწვრთნელებს და რამდენიმე ლიდერს უნდა დაველაპარაკო. ასე რომ, ვნახოთ... მაგრამ, ჯერჯერობით, ალბათ, უახლოეს დღეებში ბევრი ლუდი იქნება...'' - ნიკოლა იოკიჩი
,,დენვერ ნაგეთსი'' დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპიდან ,,ოკლაჰომა სითი თანდერმა'' გამოაგდო (3:4).
ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია მასპინძლობენ, 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.
სერბეთის ეროვნული ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიასთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.
"The next couple of days is gonna be a lot of beer probably.”
— Hoop Central (@TheHoopCentral) May 18, 2025
— Nikola Jokic. 🤣🍺
(h/t @ohnohedidnt24)
pic.twitter.com/RA2AtVOO74