Belive

დენვერის პირველი მარცხი ახალ სეზონში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში დენვერ "ნაგეთსი" გასვლაზე მინესოტა "ტიმბერვულვზთან" 110:89 დამარცხდა და ახალ სეზონში მოქმედმა ჩემპიონმა პირველი მარცხიც განიცადა. მასპინძელი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა, საბოლოოდ დიდი ანგარიშით მოგებაც მოახერხა.

მატჩის საუკეთესო მექულე ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა, თითქმის 30 წუთში 25 ქულა დააგროვა, 10 მოხსნა მიითვალა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. მინესოტას რიგებიდან საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო 24 ქულით, 2 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით, ასევე კარგი იყო კარლ ენტონი თაუნსი 21 ქულა ჰქონდა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.

სხვა სტატიები