Belive

"დაცვა, დაცვა და დაცვა" - ზუროსი ქართველ კალათბურთელებს მიმართავს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ილიას ზუროსი, ქართველ კალათბურთელებს დაცვაში კარგი თამაშის აუცილებლობაზე ესაუბრა. ბერძენი სპეციალისტის მტკიცებით, მატჩების მოსაგებად ძლიერი დაცვაა აუცილებელი.
"დაცვა, დაცვა... დაცვაში კარგი თამაშით, გამარჯვებას მოვიპოვებთ. მინდა ყველამ გაიგოთ, რომ საკმაოდ დიდი უსიამოვნება გვექნება, თუ მხოლოდ შეტევაზე ვიფიქრებთ. შეტევაში დღეს შედარებით უკეთ გამოვიყურებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დაცვა, დაცვა და დაცვა! დღეს ეს კომპონენტი უნდა დავხვეწოთ და ყოველდღე გავაუმჯობესოთ".
წყარო: facebook.com/GeoBasketball

სხვა სტატიები