Belive

დანიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში დანიის საკალათბურთო ნაკრებს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, შეივონ შილდსი ვერ დაეხმარება.

,,მილანის'' ფორვარდი თავდაპირველ, 24-კაციან განაცხადში დასახელებული იყო, თუმცა დღეს გამოქვეყნებულ შემადგენლობაში, რომელშიც 14 მოთამაშეა (კიდევ 2 დააკლდება), შილდსს ვეღარ ვხვდებით.

განაცხადშია დანიელთა კიდევ ერთი ლიდერი - იფე ლუნდბერგი.

შილდსს ეროვნულ გუნდში ერთადერთი შეხვედრა ბელარუსის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული, რომელიც 26 ქულით, 9 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

დანიის ნაკრები თებერვალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს - ალან ფოსის გუნდი 23 თებერვალს საქართველოს უმასპინძლებს, 26-ში კი ფინეთს ესტუმრება.

  • ევროლიგის მიმდინარე სეზონში შილდსი საშუალოდ 16.8 ქულას, 3.8 მოხსნას, 2.7 შედეგიან გადაცემასა და 1.1 ჩაჭრას აგროვებს.

სხვა სტატიები