Belive

საქართველომ ევრობასკეტის შესარჩევი დანიასთან მარცხით დაიწყო

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მასპინძელ დანიასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. დანიამ ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ 75:69 გაიმარჯვა.

მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო და პირველ მეოთხედში 11 ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, ჯვაროსნებმა 23:12 მოიგეს, მეორე მეოთხედიდან დანიის ნაკრები გააქტიურდა და ჯერ 16:14, მესამე მეოთხედში 22:16 და ბოლო გადამწყვეტ მეოთხედში 25:16 გაიმარჯვა.

მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა თორნიკე შენგელიას ჰქონდა, მან ასევე 6 მოხსნა და 3 ასისტიც დააგროვა. მეორე ყველაზე შედეგიანი თოკოს თანაგუნდელი "ვირტუს ბოლონიაში" გაბრიელ ლუნდბერგი გახდა, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

საქართველოს ახალ ლეგიონერს ჯო ტომასონს 16 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ბლოკი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. კარგი მატჩი ჰქონდა ნაკრების ახალწვეულს გიორგი ოჩხიკიძეს, მან 11 ქულის, 1 ასისტის და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს 26 თებერვალს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისში 21:30 საათზე სპორტის სასახლეში დაიწყება.

სხვა სტატიები