Belive

დანიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს, პირველი მატჩი ჩვენს ნაკრებს დანიის წინააღმდეგ აქვს, შეხვედრა 23 თებერვალს 21:30 საათზე დანიაში გაიმართება.

დანიელთა შემადგენლობაშია მათი ნაკრების ლიდერი კალათბურთელები იფე ლუნდბერგი, რომელიც თორნიკე შენგელიასთან ერთად "ვირტუს ბოლონიაში" ასპარეზობს და მილანის კალათბურთელი შევონ შილდსი.

დანიის ნაკრებმა 15 კაციანი შემადგენლობა დაასახელა რა გუნდითაც საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება, მათი შემადგენლობა სრულად ასე გამოიყურება: ბაკარი დიბა (კარლსრუე), იფე ლუნდბერგი (ვირტუსი), სილვესტერ ბერგი (ბაკენ ბეარსი), სებასტიან არისი (ლეიმა ბასკეტი), ადამ ჰეედე-ანდერსენი (ვერლოსე ბლუ ჰოუკსი), იონას ზოჰორე (ბალკანი), ნოა ჩერჩილი (ბაკენ ბეარსი), დარკო ჯუკიჩი (ბაკენ ბეარსი), სამი ელერაკი (ალგესირასი), ფრედერიკ დრეიერ ერიკსენი (ბაკენ ბეარსი), მადს ბონდე სტურუპი (გიპუზკოა), კევინ ლარსენი (ესტუდიანტესი), გუსტავ კნუდსენი (ბაკენ ბეარსი), შევონ შილდსი (მილანი), ტობიას იენსენი (ულმი).

View this post on Instagram

A post shared by Danmarks Basketball Forbund (DBBF) (@danmarksbasketballforbund)

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები თებერვალში ორ მატჩს გამართავს, როგორც უკვე გითხარით დანიასთან შეხვედრა 23-შია დაგეგმილი, მეორე მატჩს კი ჩვენი ნაკრები სერბეთთან ამ თვის 26 რიცხვში 21:00 საათზე გამართავს, დაპირისპირება სპორტის სასახლეში გაიმართება.

სხვა სტატიები