ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში დამარცხდა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ბათუმი რუმინულ ორადეას დაუპირისპირდა და 77:93 დამარცხდა.
შედეგიანობის მხრივ, საუკეთესოები ბათუმის კალათბურთელები, ლარი ჰოუელი და გიორგი ოჩხიკიძე იყვნენ - შესაბამისად, 23 და 22 ქულით.
მარცხის მიუხედავად, ეს ტურნირი ისტორიული იყო - ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალში, ბათუმელებმა შვეიცარიის ჩემპიონი, ფრიბურგ ოლიმპიკი დაამარცხეს. ბათუმი პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც ფიბას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.