დალასი სუპერფინალში გავიდა
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
"დალასი" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია. ლუკა დინჩიჩმა და კომპანიამ "მინესოტა" მე-5 მატჩში დაამარცხეს, სერიაში 4:1 გაიმარჯვეს და სუპერფინალში გავიდნენ, სადაც "ბოსტონს" დაუპირისპირდებიან.
პრინციპული მატჩი მინეაპოლისში გაიმართა და "მინესოტას" მარცხით, 103:124 დასრულდა. "დალასს" ლუკა დონჩიჩმა (36 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი) და კაირი ირვინგმა (36 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი) ულიდერეს.
"მინესოტას" რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარეს ედვარდსმა (28 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი) და თაუნსმა (28 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი), თუმცა მათი კარგი თამაში უშედეგო აღმოჩნდა.
სუპერფინალის პირველი დაპირისპირება 7 ივნისს, ბოსტონში გაიმართება.