Belive

დალასი და ბოსტონი სერიაში დაწინაურდნენ

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლეი ოფის მომდევნო სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. "დალას მავერიქსმა" "ოკლაჰომა სიტი თანდერს" უმასპინძლა, ხოლო "ბოსტონ სელტიკსი" "კლივლენდ კავალიერს" ესტუმრა. დალასმა მეტოქე 105:101 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი შაი გილგეუს-ალექსანდერი იყო, მან 31 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. 27 ქულა ჰქონდა პი ჯეი ვაშინგტონს, 22-22 ქულა დააგროვეს ლუკა დონჩიჩმა და კაირი ირვინგმა, სლოვენიელმა კალათბურთელმა 15 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

დალასსა და ოკლაჰომას შორის მომდევნო მატჩი 14 მაისს გაიმართება.

NBA-ს პლეი ოფის სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში "ბოსტონ სელტიკსმა" "კლივლენდ კავალიერსი" 93:106 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

მატჩში ყველაზე მეტი ერთნაირი 33-33 ქულა დონოვან მიტჩელმა და ჯეისონ ტეიტუმმა დააგროვეს, შედეგიან ქულებს 13 მოხსნა დაუმატა ბოსტონის კალათბურთელმა და ორმაგი დუბლი შეასრულა. 28 ქულით გამოირჩა ჯეილენ ბრაუნი.

ბოსტონსა და კლივლენდს შორის მომდევნო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები