ბითაძეს ცოტა დრო მისცეს | ორლანდომ პირველადგილოსანს მოუგო
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "კლივლენდ კავალიერსმა" საკუთარ არენაზე "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და 103:108 დამარცხდა. მასპინძლები დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა ბოლო 2 მეოთხედში 18 ქულით წააგეს.
ძირითადი ხუთეულიდან ამოვარდნილ გოგა ბითაძეს მხოლოდ 6 წუთი დაუთმეს. ქართველ ცენტრს თამაშიდან არ უსვრია, თუმცა 4-ჯერ დადგა საჯარიმო ხაზზე და 3-ჯერ ჩააგდო. გოგას 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაც ჰქონდა. გასაკვირია, მაგრამ ამ შეხვედრაში ფარიდან ბურთი არ მოუხსნია.
ორლანდოს ბანკერომ და ფრანც ვაგნერმა ულიდერეს, შესაბამისად 24 და 22 ქულით. გოგას პირდაპირ კონკურენტს, ვენდელ კარტერს, რომელმაც 35 წუთი გაატარა პარკეტზე, შესანიშნავი შეხვედრა გამოუვიდა - ორლანდოს ცენტრმა 16 ქულასა და 14 მოხსნას მოუყარა თავი.
კლივლენდი კვლავ რჩება აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზე, ორლანდო კი მე-8 პოზიციას იკავებს.