CBS SPORTS - სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმა მიიღო
"მილუოკი ბაქსისა" და საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა - სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა NBA-ის რამდენიმე მატჩი გამოტოვოს.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ მამუკელაშვილი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის ეგიდით, "დეტროიტის" წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს. სავარაუდოა, რომ მამუ "ბაქსის" დახმარებას მომდევნო რამდენიმე მატჩის განმავლობაშიც ვერ შეძლებს.
CBS SPORTS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამუკელაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც "ბაქსის" სამწვრთნელო შტაბმა მისი ვარჯიშიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო.
Bucks' latest injury report for tomorrow's game:
— Bucks Lead (@BucksLead) November 2, 2022
Khris Middleton (wrist)- Out
Sandro Mamukelashvili (concussion evaluation)- Out
Pat Connaughton (calf)- Out
Joe Ingles (knee)- Out
AJ Green (nose)- Out
Grayson Allen was not listed.