მამუკელაშვილის 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი - სან ანტონიო მაინც დამარცხდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ შეხვედრაში, "სან ანტონიო სპურსი" საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 120-129 დამარცხდა. პარკეტზე 12 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ამ დროში 6 ქულის, 3 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. პირველ პერიოდში "სპურსი" 18 ქულით წინ იყო, თუმცა "კინგსმა" თამაში გამოასწორა და ლიდერებმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს.
დე'არონ ფოქსი ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე გახდა 43 ქულით, დააგროვა 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც. დომანტას საბონისმა კი დომინანტურ ორმაგ დუბლთან ერთად (27 ქულა, 14 მოხსნა) დამატებით 7 პასიც მიითვალა.
"სან ანტონიო სპურსის" შემადგენლობაში სეზონის საუკეთესო თამაში ჰქონდა ზაკ კოლინსს (28 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი) , ვიქტორ ვემბანიამა ჩვეულად კარგი იყო - 27 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
ამ მომენტისთვის, "სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციის ბოლოს წინა, მე-14 ადგილზეა და მათ ზედიზედ 7 მარცხი აქვთ, სან ანტონიოელები მომავალ შეხვედრას 19 ნოემბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.