სანდრო მამუკელაშვილმა თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა
9 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების და "სან ანტონიოს" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი "სპურსს" თავის თავზე ესაუბრება და ყველა იმ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
13 წლამდე საქართველოში ვცხოვრობდი და ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს მშობლებს, რომ მინდოდა შტატებში წასვლა ან სადმე სხვაგან, რადგან გარემოს შეცვლა მსურდა, რომ უკეთესად მეთამაშა. მახსოვს ადამიანი, რომელიც ფეისბუქზე დამიკავშირდა, მას ჩემზე ჩემმა ერთმა მეგობარმა უთხრა, რომ კარგი მოთამაშე ვიყავი და შემომთავაზა იტალიაში წასვლა. მე ამის შესახებ მამაჩემს ვუთხარი და მას გაეცინა და მითხრა: არავინ არ მოგწერდა შენ ფეისბუქზე. მე გავაგრძელე მასთან მიმოწერა და მცდელობა, რომ იქ წავსულიყავი, მან ცადა იტალიაში წავეყვანე და ბილეთიც მიყიდა.
საბოლოოდ იქ მე და მამაჩემი წავედით და პირველი ადგილი სადაც მოვხვდით ძალიან ცუდი იყო, მამამ მითხრა რომ აქ არ დამტოვებდა, მეორე ადგილი იყო "პალაკანესტრო ბიელა", რომელსაც მშვენიერი პროგრამა ჰქონდა. ეს გუნდი იყო სერია ა-ს მეორე დივიზიონში, მაგრამ ჰყავდა ასევე სერია ა-ს გუნდიც ფედერიკო დონას ხელმძღვანელობით.
საბოლოოდ ამ გუნდის შემადგენლობაში მოვხვდი. ეს იყო საუკეთესო ნაბიჯი ჩემს ცხოვრებში, რადგან ამ გუნდში ძალიან განვვითარდი, იტალია ჩემთვის საუკეთესო ადგილი იყო თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ჩათვლით.
შემდეგ "მინტვერდეს" აკადემიაში მოვხვდი, სადაც კარგი გუნდი და თანაგუნდელები მყავდა, რომლებიც შემდეგში ძალიან წარმატებულები გახდნენ. ამერიკის კალათბურთის წესები განსხვავებული იყო. მე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვიყავი და ყველას ვუყვარდი. ბევრი არაფერი ვიცოდი კოლეჯის კალათბურთზე, ერთადერთი რაც ვიცოდი "მაიამი" და "დუკი" იყო.
ღმერთს მადლობა, რომ ვიპოვე გუნდი, ეს იყო "სეტონ ჰოლი". მე უკეთესი გავხდი, როგორც ადამიანი და როგორც მოთამაშე. თავიდან ვერ ვთამაშობდი, დაახლოებით 7 წუთი მეძლეოდა სათამაშო დრო და ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვერ მოვხვდებოდი NBA-ში. ჩემმა მწვრთნელმა, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მომცა პირობა, რომ ყველა თამაშს ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებდი. მექნებოდა შესაძლებლობა მიმეღწია ჩემი მაქსიმუმისთვის და ეს ასეც მოხდა.
აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო მოთამაშე გავხდი. ვგრძნობდი, რომ ვიყავი ძალიან იღბლიანი და რაც არ უნდა მომხდარიყო მე ამას შევძლებდი. თავდაპირველად "მილუოკში" წავედი. ამ გუნდში გვქონდა მოტივაცია, რომ სულ მოგებისთვის გვებრძოლა. ახლა "სან ანტონიოში" ძალიან კარგ ტალანტებთან ერთად ვთამაშობ, რომლებმაც იციან რომ ბევრს მიაღწევენ. მათგან მე ბევრ რამეს ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიღებ. არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი, ის გეხმარება იმაში, რომ გქონდეს NBA-ში გრძელი და კარგი კარიერა. NBA-ში ყოველთვის არ გიმართლებს, მაგრამ მენტალურად ყოველთვის მზად უნდა იყო და არუნდა გატყდე უნდა გააგრძელო ბრძოლა და წინ იარო. უნდა გჯეროდეს შენი თავის. - სანდრო მამუკელაშვილი