ბრონი ჯეიმსი 5-თვიანი პაუზის შემდეგ კალათბურთს დაუბრუნდა
NBA-ის სუპერვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის 19 წლის ვაჟს, კოლეჯის საკალათბურთო ლიგაში დებიუტი ჰქონდა. ბრონი ჯეიმსი პარკეტზე 5 თვეზე ნაკლებ დროში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა და სასწრაფოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ლებრონის შვილი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს, მისმა გუნდმა შეხვედრა "ლონგ-ბიჩ შტატთან" დათმო, ანგარიშით: 79-84.
ჯეიმსმა 16 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ბრონი ჯეიმსი ივლისში, ვარჯიშის დროს, მოულოდნელად დაეცა. აგვისტოში ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დიაგნოზი ცნობილია და ბრონის გულის თანდაყოლილ მანკზე მკურნალობდნენ. ნოემბერში სამედიცინო ნებართვა გაიცა, რომ ლებრონის ვაჟს კალათბურთის თამაში შეეძლო, მანაც მალევე გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.
ჟურნალისტებთან ბევრი არ უსაუბრია, თუმცა ბრონიმ ოჯახს, კლინიკასა და მწვრთნელებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. თამაშს პატარა გოგონასთან და მეორე ვაჟთან ერთად ლებრონ ჯეიმსიც ესწრებოდა. ბრონის პარკეტზე პირველ გამოჩენას დიდი ოვაციები მოჰყვა, მაყურებელი ახმაურდა მაშინაც, როდესაც ახალგაზრდა კალათბურთელმა დაფარება მამის სტილში შეასრულა.
Bronny James tonight
— BronnyJamesNumber1Fan (@BronnyMuse23) December 10, 2023
4 Points
3 Rebounds
2 Assists
2 Steals
1 Block
1-3 FG
1-3 3P
1-2 FT
Very good debut. Played some great defence and good passing, offense will come with more reps
pic.twitter.com/RnDyEhhCyO
ხუთშაბათს ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ მისი შვილის პარკეტზე დაბრუნება "ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს" ნიშნავდა, "მოუთმენლად ველოდები ბრონისა და მისი თანაგუნდელების გამარჯვებების სერიას" - აღნიშნავდა ლებრონ ჯეიმსი.
LeBron James son Bronny James Jr. Checks in for the first time making his college debut with USC. After coming back from a heart issue just months ago #nba #NBATwitter pic.twitter.com/lQ92ByrAi3
— Bay Area Super fans (@ScumbagPolite) December 10, 2023