NBA-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ჯეიმსმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,პორტლენდი'' 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 110:102 დაამარცხა.
ლებრონ ჯეიმსმა რეგულარულ სეზონში 1542-ე მატჩი ჩაატარა და გამართული შეხვედრების რაოდენობით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. 40 წლის კალათბურთელმა ვინს კარტერს გადაუსწრო და ახლა მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარსა (1560) და რობერტ პერიშს (1611 ჩამორჩება).

ლებრონმა ,,პორტლენდის'' წინააღმდეგ 40 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც 40 წლის ასაკში 1-ზე მეტი 40-ქულიანი მატჩი ჩაატარა. სუპერვარსკვლავმა 8-დან 4 სამქულიანი, 16-დან 10 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
,,ლეიკერსი'', რომელიც 33 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 23 თებერვალს, ,,დენვერ ნაგეთსის'' წინააღმდე გამართავს.
LeBron James with another 40-ball at 40 🤩
— NBA (@NBA) February 21, 2025
👑 40 PTS
👑 8 REB
👑 4 AST
👑 2 STL
👑 4 3PM pic.twitter.com/RKKXAqSBea