ლებრონ ჯეიმსი კალათბურთის ისტორიის გადაწერას აგრძელებს
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ვაშინგტონ უიზარდს" უმასპინძლა და მეტოქე 111:88 დაამარცხა.
ლებრონ ჯეიმსმა საღამო 21 ქულით, 10 მოხსნით, 13 შედეგიანი გადაცემით, ორი ჩაჭრითა და ერთი დაფარებით დაასრულა. ლეგენდამ 36 წუთში 18-დან 8 სროლა გამოიყენა. შესრულებული სამმაგი დუბლით ლებრონმა NBA-ის ისტორია გადაწერა. ის გახდა მეორე კალათბურთელი ისტორიაში (კარლ მელოუნის შემდეგ), ვინც 40 წლის ასაკში შეძლო სამმაგის შესრულება.
LeBron James (40yr, 23d) joins Karl Malone as the only players in NBA history to record a triple-double at age 40 or older!
— NBA History (@NBAHistory) January 22, 2025
👏👏 https://t.co/zSVpLMP5Tp pic.twitter.com/ANQwvz9IEG
მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსს 40 წელი დეკემბერში შეუსრულდა, წარმოუდგენელ სეზონს ატარებს. ის საშუალოდ 23.7 ქულას, 7.5 მოხსნას და 9 პასს აგროვებს ერთ მატჩში. ჩატარებულ 38 შეხვედრაში საშუალო დისტანციიდან 51.3%-ით, ხოლო პერიმეტრიდან 39.8%-ით ისვრის. ჯეიმსმა უკვე მე-9 სამმაგი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ლიგაში მეორეა (ნიკოლა იოკიჩს 19 სამმაგი დუბლი აქვს).