Belive

ბოსტონი სერიის დახურვასთან ახლოსაა | სელტიკსმა ინდიანას ისევ მოუგო

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-3 მატჩში "ბოსტონ სელტიკსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა, მაგრამ ბოსტონურ გუნდს ხელი არც სხვა არენაზე თამაშმა შეუშალა და მესამე თამაშის მოგებაც მოახერხა - 111:114. "სელტიკსმა" სერიაში ანგარიში 3:0-მდე გაზარდა და დაქამბექებაც თითქმის წარმოუდგენელია.

შეხვედრაში საუკეთესო იყო ჯეისონ ტეიტუმი, რომელმაც 36 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, "ინდიანას" რიგებიდან კი ყველაზე მეტი 32 ქულა ენდრიუ ნემბჰარდმა ჩააგდო.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 28 მაისს გაიმართება, "ინდიანა" ამჯერადაც საკუთარ არენაზე შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

სხვა სტატიები