Belive

ბოსტონი კონფერენციის ფინალშია, დალასი ოკლაჰომასთან დაწინაურდა

7 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

,,ბოსტონ სელტიქსმა'' ,,კლივლენდ კავალიერსი'' სერიაში 4:1 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ფინალში გავიდა. დღეს ჯო მაზულას გუნდმა მეტოქესთან 15 ქულით, ანგარიშით 113:98 იმარჯვა.

,,სელტიქსს'' 25 ქულით, 10 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა. 22 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო ალ ჰორფორდის ანგარიშზე.

,,კლივლენდის'' რიგებში 33 ქულით, 7 მოხსნით, 4 პასით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ევან მობლი გამოირჩა.

,,ბოსტონის'' მეტოქე ფინალში ,,ნიუ იორკისა'' და ,,ინდიანა პეისერსის'' წყვილში ირკვევა, სადაც ,,ნიქსი'' სერიას 3:2-ს იგებს.

დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მე-5 შეხვედრაში ,,დალას მავერიქსმა'' ,,ოკლაჰომა სითი თანდერი'' სტუმრად 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:92 დაამარცხა. შედეგად, ჯეისონ კიდის გუნდი სერიაში დაწინაურდა (3:2).

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - 31 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 10 მოხსნა და 1 დაფარება. ორმაგი დუბლი იყო პი ჯეი ვაშინგტონის ანგარიშზე- 10 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა.

,,ოკლაჰომას'' შემადგენლობაში 30 ქულით, 8 პასით, 6 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა კვირას, 19 მაისს, ,,დალასის'' არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები