Belive

ბოსტონ სელტიკსი სუპერფინალში გავიდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციას ახალი ჩემპიონი ჰყავს. "ბოსტონ სელტიკსმა" ზედიზედ მეოთხე თამაში მოუგო "ინდიანა პეისერსს" და ძალიან მარტივად (4:0) გავიდა სუპერფინალში, სადაც "დალასსა" და "მინესოტას" შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალშიც დალასი 3:0 იგებს.

შეხვედრა ინდიანაში გაიმართა და ბოსტონმა 3 ქულის სხვაობით - 102:105 გაიმარჯვა. მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე ჯეილენ ბრაუნი გახდა, რომელმაც ინდიანას 44 წუთში 29 ქულა ჩაუგდო. შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს - მან ორმაგი დუბლი შეასრულა 26 ქულით, 13 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით.

პეისერსის რიგებში საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო, მანცა შეძლო ორმაგი დუბლის გაკეთება - 19 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. ბოსტონი უკანასკნელი, საჩემპიონო სერიისთვის მოემზადება იქამდე, სანამ დალასსა და მინესოტას შორის გამარჯვებული არ გამოვლინდება. მათი მეოთხე შეხვედრა 29 მაისს, გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები