სეზონის ბოლო შეხვედრა ბითაძისთვის | ორლანდო ბოსტონმა გააგდო
როგორც მოსალოდნელი იყო, NBA-ის პლეი ოფების პირველ რაუნდში, "ბოსტონ სელტიკსს" "ორლანდო მეჯიქის" დამარცხება არ გასჭირვებია. სერიის მეხუთე თამაში ბოსტონელებმა საკუთარ არენაზე, TD GARDEN-ში ჩაატარეს და ორლანდოს 120:89 მოუგეს. ოთხი თამაშის მოსაგებად სელტიკსს 5 მატჩი დასჭირდა - საერთო ანაგარიში 4:1.
ორლანდოსთვის და გოგა ბითაძისთვის ეს სეზონის ბოლო თამაში აღმოჩნდა, ქართველი მხოლოდ 2 წუთით ათამაშეს და ამ დროში გოგამ პოზიტივის შექმნა ვერ შეძლო. საერთოდ, ბითაძემ მხოლოდ პირველ, მეორე და ბოლო შეხვედრებში ითამაშა და საერთო ჯამში, მისი პარკეტზე ყოფნის დრო 11 წუთს არ სცდება.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი გახდა, ამერიკელ სუპერვარსკვლავს მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.
ორლანდოს მხრიდან, ფრანც ვაგნერსა და პაოლო ბანკეროს შესაბამისად, 25 და 19 ქულა ჰქონდათ.
ახლა ბოსტონი "ნიუ იორკ ნიქსსა" და "დეტროიტ პისტონსს" შორის გამარჯვებულს ელოდება.