Belive

ტორონტო ბოსტონთან დამარცხდა, ორლანდო ფილადელფიასთან

18 საათის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორივე ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა და ორივეს გუნდი დამარცხდა. ტორონტო რეპტორსმა ბოსტონ სელტიკსთან 117:125 დათმო, ხოლო ორლანდო მეჯიქი ფილადელფია სიქსერსთან 91:103 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 24:55 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა (8-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში 27 ქულით საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა პეიტონ პრიჩარდს. 25 ქულა ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო, ტორონტოს რიგებიდან ყველაზე მეტი 19-19 ქულა ჩააგდეს ერ ჯეი ბარეტმა და ჯეი'კობ უოლტერმა, ასევე 19 ქულა დააგროვა სემ ჰაუზერმა.

ტორონტო რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 16 მარცხით მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 იანვარს, ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ გამართავს.

მეორე ქართველი კალათბურთელის შეხვედრას რაც შეეხება, გოგა ბითაძემ 11:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 3 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ორლანდო ფილადელფიის შეხვედრიდან 29 ქულით საუკეთესო ტაირის მაქსი იყო, 23 ქულა ჩააგდო დესმონდ ბეინმა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებით და 18 მარცხით მე-8 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 იანვარს ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები