Belive

ბოსტონ სელტიკსი NBA-ს ჩემპიონია

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

"ბოსტონ სელტიკსი" 2023/24 წლების სეზონის NBA-ს ჩემპიონია. სუპერფინალში ბოსტონელები "დალას მავერიქსს" ხვდებოდნენ, რომლებიც სერიაში 4:1 დაამარცხეს. დღევანდელი მეხუთე დაპირისპირება სერიის დასასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა, ბოსტონმა მეტოქე საკმაოდ დამაჯერებლად 106:88 დაამარცხა და 2008 წლის შემდეგ ტიტულს ისევ დაეუფლა, ამჯერად მეთვრამეტეს. მათ ისევ გადაასწრეს "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" (17) და სარეკორდო რაოდენობის ჩემპიონობები დააგროვეს (18).

სუპერფინალში საუკეთესო შედეგი ჯეისონ ტეიტუმმა დააფიქსირა, მან 31 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა მიითვალა, ჯეილენ ბრაუნს 21 ქულით, 8 მოხსნით და 6 ასისტით თავის გუნდში მეორე ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, რომელიც შემდგომში NBA-ს ფინალის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა. სერიაში მას საშუალოდ 20.8 ქულა, 5.4 მოხსნა, 5 პასი ჰქონდა.

"დალას მავერიქსის" მხრიდან 28 ქულით საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, მან 28 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო კაირი ირვიგმა 15 ქულა მიითვალა.

"ბოსტონ სელტიკსმა" სუპერფინალამდე მისასვლელი გზა შესანიშნავად გაიარა, პლეი ოფ-ში მათ მხოლოდ 3 შეხვედრა წააგეს, მაიამისთან მხოლოდ 1 დათმეს, კლივლენდთანაც 1, ინდიანას ბარიერი მშრალად გადალახეს და სუპერფინალში დალასმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა მოგება.

სხვა სტატიები