ბითაძის კარიერის მატჩი NBA-ში და ინდიანას პირველი გამარჯვება
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
23 ოქტომბერს, განთენიისას, NBA-ში "ინდიანა პეისერსმა" შინ "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა (124:115).
კარიერის მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ, რომელაც პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 14 ქულა, 15 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგა ბითაძემ 15 მოხსნიდან 8 მეტოქის ფარზე მოხსნა, ხოლო საშუალო მანძილიდან გოგამ 5/5 ორქულიანი ჩააგდო.
"ინდიანა პეისერსი" შემდეგ მატჩს 25 ოქტომბერს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.