"მეორე ტაიმში დაცვაში დაბნეულად ვთამაშობდით" - გიორგი შერმადინი
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 100:73 დამარცხდა და 8 გუნდში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგა.
ილიას ზუროსის გუნდმა პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა და 20 წუთის შემდეგ მხოლოდ 2 ქულით ვმარცხდებოდით. მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა კონცეტრაცია დაკარგა და საბოლოოდ გერმანიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, გუნდის ვიცე კაპიტანმა - გიორგი შერმადინმა კომენტარი გააკეთა:
გერმანია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. დღეს პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მართალია 2 ქულით წავაგეთ, მაგრამ დაცვასა და შეტევაში კარგად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში დაცვაში დაბნეულად ვთამაშობდით. ძალიან ბევრი სამიანი ჩაგვიგდეს. გერმანიას ძალიან კარგი მსროლელები ჰყავთ და ჩვენი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც არის.
ამ თამაშისთვის მოსამზადებლად ერთი დღე გვქონდა. მწვრთნელებმა დიდი შრომა გაღეს, რომ ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ეთქვათ. -
გიორგი შერმადინმა მომავალ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ნაკრები ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია. გერმანიის მსგავსად, მათაც ძალიან კარგი მსროლელები ჰყავთ. მოედანზე 100%-ით მომზადებულები გამოვალთ. -
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები K-ჯგუფის დასკვნით შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ, თბილისის დროით, 11:30 საათზე გამართავს.