Belive

Lakers Daily: "ლეიკერსის მთავარი სამიზნე გოგა ბითაძეა"

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეიკერსის ინსაიდერის - კობი პრაისის ინფორმაციით, ლოს ანჯელეს ლეიკერსი ცენტრის დამატებას აპირებს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გოგა ბითაძე განიხილება.

ლეიკერსი მთელი სეზონის განმავლობაში ცენტრის ძიებაშია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად განხილულ კანდიდატებად დენიელ გაფორდი, ნიკ კლაქსტონი (ორივე პოტენციურად გაცვლის გზით) და კლინტ კაპელა (შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი) ითვლებიან, არსებობს სხვა საინტერესო ვარიანტებიც, რომლებზეც ლოს ანჯელესელები მთავარ იმედებს ამყარებენ.

ლეიკერსის ინსაიდერმა, კობი პრაისმა, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა იმ ცენტრების სია, რომლებსაც ლეიკერსი აქტიურად განიხილავს- გოგა ბითაძე, ლუკ კორნეტი, ლარი ნანსი, დეირონ შარპი და პრესიუს აჩიუვა.

ბითაძე და კორნეტი გამოირჩევიან, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი და საინტერესო ვარიანტები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლეიკერსს ამ ზაფხულს დიდად თავისუფალი ადგილი არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ 2024-25 წლების სეზონში, ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ, ორლანდოს რიგებში 70 თამაში ჩაატარა, აქედან 42 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მისი საშუალო მონაგარი 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.0 პასი და 1.4 ბლოკი იყო.

სხვა სტატიები