Belive

ბითაძე ტრავმირებულია - ქართველი დეტროიტთან ვერ ითამაშებს 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძემ NBA-ში დებიუტი წარმატებით დაიწყო. 20 წლის ქართველმა ზედიზედ რამდენიმე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და მესამე შეხვედრაში ორმაგი დუბლიც გაიფორმა, თუმცა "ინდიანას" ვებ-გვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების ტალანტი ტრავმირებულია. გოგამ "ვაშინგტონ ვიზარდსთან" მოგებულ შეხვედრაში (121:106), სადაც 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ტვინის შერყევა მიიღო და "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, გოგას სადებიუტო სეზონში 6 მატჩში საშუალოდ 6.7 ქულა, 5 მოხსნა და 2.2 დაფარება აქვს.

სხვა სტატიები