ზედიზედ მეორედ - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის MVP გახდა
4 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
თორნიკე შენგელია (ბასკონია): “ცსკა-ს შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ამჟამად ბასკონიასთან კიდევ ორი წლით მაკავშირებს ხელშეკრულება. ახლა მთლიანად გუნდის წარმატებაზე და ამ ტურნირზე ვარ კონცენტრირებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ.
ფინალურ ტურნირს პოზიტიური განწყობით ვხვდებით. ვიცით, რომ მძიმე სიტუაციაში ვართ, როგორც მთლიანად საკალათბურთო სამყარო, ისე მთელი მსოფლიო. ახლა უნდა შევეგუოთ რეკომენდაციებს და მათი დაცვით გავაგრძელოთ ცხოვრება. ყოველდღიურად ვემზადებოდით ტურნირის განახლებისთვის და ეს დღეც დადგა.
ჯგუფში ექვსივე გუნდი თანაბარი დონისაა და ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, საკმარისად მოვემზადეთ იმისთვის, რომ შეტევაში კარგად წარმოვაჩინოთ თავი”.