Belive

ბითაძის ზუსტი 2-ქულიანები | ორლანდომ სტუმრად ატლანტა დაამარცხა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ატლანტა ჰოუქსი'' სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:108 დაამარცხა.

მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო გოგა ბითაძე, რომელმაც არასრულ 16 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანის ჩაგდება შეძლო.

,,ორლანდოს'' რიგებში 36 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით პაულო ბანკერო გამოირჩა, ,,ატლანტას'' კი 38 ქულით, 6 ასისტით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ტრეი იანგმა ულიდერა.

ბითაძის გუნდი, რომელიც 28 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ხვალ, ,,მემფისის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები