Belive

ბითაძის ორმაგი დუბლი | ორლანდომ ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:90 დაამარცხა. შედეგად, ჯამალ მოსლის გუნდმა ზედიზედ მე-4 მატჩის მოგება შეძლო.

ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც არასრულ 28 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა (მე-3 მიმდინარე სეზონში) - 12 ქულა, 12 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა. გოგამ 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, მოხსნების რაოდენობით კი, ბენედიქტ მატურინთან ერთად, მატჩში საუკეთესო იყო.

,,მეჯიქს'' 29 ქულით, 6 ასისტით, 3 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ფრანც ვაგნერმა ულიდერა. ,,ინდიანას'' რიგებში 25 ქულით, 7 მოხსნით და 2 შედეგიანი გადაცემით პასკალ სიაკამი გამოირჩა.

,,ორლანდო'', რომელიც 7 მოგებითა და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას 16 ნოემბერს, ,,ფილადელფია სიქსერსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები