Belive

ევროლიგის გრანდი სანდრო მამუკელაშვილის ტრანსფერით ინტერესდება

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგისა და ბერძნული კალათბურთის გრანდი, პანათინაიკოსი სანდრო მამუკელაშვილის ტრანსფერით ინტერესდება. ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, პანათინაიკოსი აქტიურად აკვირდება მამუკელაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

საკალათბურთო პოდკასტის 59-ე ეპიზოდში სოტირის ვეტაკისმა აღნიშნა, რომ სანდრო მამუკელაშვილს კარიერის გაგრძელება კვლავ NBA-ში სურს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასურველ პირობებს ვერ მიიღებს, პანათინაიკოსი ყველაფერს გააკეთებს მის გადასაბირებლად.

ასევე, პოდკასტში ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ მილუოკი ბაქსსა და შემდეგ უკვე სან ანტონიო სპურსში, მამუკელაშვილმა კარგი კარიერა აიწყო, ამიტომაც ქართველი ვარსკვლავის პრიორიტეტი ოკეანის მეორე მხარეს დარჩენაა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს 2024/25 წლების სეზონში, სანდრო მამუკელაშვილმა სპურსის მაისურით 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ პარკეტზე გატარებულ 11.2 წუთში 6.3 ქულა, 3.1 მოხსნა და 0.8 პასი დააგროვა.

სხვა სტატიები