Belive

ბითაძის ორმაგი დუბლი - ორლანდომ ატლანტასთან წააგო

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქი'' ,,ატლანტა ჰოუქსთან'' სტუმრად 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით, 104:106 დამარცხდა. ფლორიდელებმა მატჩი ბოლო წამზე, დეჟონტე მიურეის ბაზერ-ბითერით წააგეს.

,,მეჯიქის'' შემადგენლობაში 24 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. გოგამ 10 ქულას, 10 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 დაფარებასა და 1 ასისტს მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა მატჩში 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

სტუმრებს 26 ქულით, 4 მოხსნით, 4 პასით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით პაულო ბანკერომ ულიდერა.

,,ატლანტას'' რიგებში 26 ქულით, 5 მოხსნით, 5 ასისტითა და 2 ჩაჭრით დეჟონტე მიურეი გამოირჩა.

,,ორლანდო'' 22 მოგებითა და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 20 იანვარს, ,,ფილადელფია სიქსერსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები