Belive

ბითაძის ორმაგი დუბლი ჩიკაგოსთან და ორლანდოს ზედიზედ მე-4 მოგება

4 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ორლანდო მეჯიქი” წარმატებულ სვლას განაგრძობს. ფლორიდელებმა დღეს ,,ჩიკაგო ბულსი” 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 133:119 დაამარცხეს და ბოლო 11-დან მე-10 მატჩში იმარჯვეს.

მიმდინარე სეზონში მე-5 ორმაგი დუბლი გაიფორმა გოგა ბითაძემ, რომელმაც 25 წუთში 11 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

,,ორლანდოს” რიგებში 31 ქულით, 7 პასითა და 3 მოხსნით ჯეილენ საგსი გამოირჩა.

დღეს ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის ,,სან ანტონიომაც”. ,,სპურსი” საკუთარ დარბაზში ,,ლეიკერსთან” 101:119 დამარცხდა.

სანდრომ პარკეტზე 4 წუთამდე გაატარა, რა დროშიც 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ,,ლეიკერსის” სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც 16 ქულას, 11 ასისტს, 10 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

,,ორლანდო”, რომელიც 13 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას 30 ნოემბერს, ,,ბრუკლინ ნეტსის” წინააღმდეგ გამართავს.

,,სან ანტონიო” კი 10 გამარჯვებითა და 9 წაგებით დასავლეთში მე-10 ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ მატჩს 2 დეკემბერს, ,,საკრამენტო კინგსთან” ჩაატარებს.

სხვა სტატიები