Belive

ორლანდომ მაიამი ჰიტი დაამარცხა | ბითაძემ 16 წუთი ითამაშა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს 2025/26 წლების სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელი ე.წ. პრე-სეზონი დაიწყო, მაიამი ჰიტის წინააღმდეგ ორლანდო მეჯიქმა 118:126 გაიმარჯვა.

გოგა ბითაძემ 16:14 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 13 ქულა ჯეისონ რიჩარდსონმა ჩააგდო, 12-12 ქულა ჰქონდათ ტრისტან და სილვას და ტრევორ კილსს.

ორლანდო მეჯიქი მომდევნო პრე-სეზონის მატჩს 11 ოქტომბერს, ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები