Belive

ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - ორლანდომ ინდიანა დაამარცხა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ინდიანასა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა. ინდიანაპოლისში გამართული უხვქულიანი მატჩი, "პეისერსის" მარცხით 116:128 დასრულდა.

"ორლანდოს" პაოლო ბანჩერომ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. შედეგიანი მატჩი ჰქონდა ფრანც ვაგნერსაც (19 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი).

გოგა ბითაძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა კვლავ მიეცა და ქართველმა ცენტრმა მიღებული შანსი ნაყოფიერად გამოიყენა. პარკეტზე გატარებულ 22:23 წუთში, გოგამ 8 ქულის, 8 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები