ბითაძის ზუსტი 2-ქულიანები | ორლანდომ მაიამი დაამარცხა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა მაიამი ჰიტს უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 125:121 დაამარცხა.
მატჩში 18 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 8 ქულას, 8 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ორლანდოს 24 ქულით, 11 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით პაულო ბანკერომ ულიდერა, მაიამის შემადგენლობაში კი 28 ქულით, 9 მოხსნით, 4 ასისტით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ნორმან პაუელი გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 25 ოქტომბერს, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ გამართავს.
WAGIC WIN 🪄 pic.twitter.com/8FOkXtwbXs
— Orlando Magic (@OrlandoMagic) October 23, 2025